Tuesday, February 19, 2013

bmw

Bayerische Motoren Werke AG (BMW) — გერმანული კომპანია, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებს და ძრავებს აწარმოებს. საწარმოს შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში. მისი აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე განლაგებულDAX-ზე იყიდება.BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დეიწყო. 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ.1916 წელს კომპანიას ახალი სახელი - „ბაიერიშე მოტორენ ვერკე“ ეწოდა. 1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა. რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. იმავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმაექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი - „ტურ 3ა“ შექმნა, შემდეგ კი „მოტორ 4“, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმამსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.

1 comment: