Monday, February 25, 2013

fc seltiki


სელტიკი (ინგლ. Celtic Football Club) არის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს „სელტიკ პარკის“ სტადიონზე, პარკჰედში — შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს აღმოსავლეთ ნაწილში. „სელტიკი“ ბრიტანეთისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და წარმატებული კლუბია, და უამრავ ეროვნულ ტიტულთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონთა თასი 1967 წელს.
„სელტიკი“ ირლანდიელი იმიგრანტების მიერ დაარსებული კლუბია, და აქედან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, არამედ ირლანდიური წარმოშობის ხალხთა შორის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში, სადაც მას ბევრი ორგანიზირებული გულშემატკივართა კლუბი ჰყავს.
„სელტიკისა“ და დასავლეთ გლაზგოს გუნდის „რეინჯერსის“ ერთმანეთთან დაპირისპირება — ე.წ. „ოლდ ფერმი“ (Old Firm) — მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და დაძაბული დერბი არის.

No comments:

Post a Comment