Saturday, February 16, 2013

fc dila

ფეხბურთი ძალიან განვითარებული რამაა.ყველა ქალაქს თავიანთი გუნდი ჰყავს მაგალითად:გორს-გორის დილა, ზესტაფონს-ზესტაფონი,ქუთაისს-ტორპედო და სხვა.დილას ძირითადი ფეხბურთელებია:ბექა შეყრელიძე, გულვერდ თომაშვილი, კახაბერ ალადაშვილი, დავით კვირკველია,ზურაბ არზიანი,მიხეილ გორელისშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი კახელისჰვილი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ლაშა გვალია, ლეონარდო რამოსი, გიორგი ილურიძე, ირაკლი მოდებაძე, ნათან ჯუნიორიდილას ისტორია აი ასე დაიწყო:გორის საფეხბურთო ცხოვრების ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. ამ საქმის თაოსანი თბილისელი მამაკაცი, გვარად ნაჭყებია იყო. იგი თავისი კარგი ორგანიზატორი და მწვრთნელი ყოფილა. ფეხბურთში ღრმად ჩახედულმა გორელების სტუმარმა, მაგნიტივით მიიზიდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ქალაქის გარეუბანში თამაშობდნენ ფეხბურთს, ეცნობოდნენ სპორტის ახალი სახეობის საიდუმლოებას და ხვეწდნენ საკუთარ ოსტატობას. 1923-27 წლებში გორის საფეხბურთო გუნდი არსებობდა, რომლის წევრები იყვნენ: გ. გვერდწითელი, ჟ. ქერიჭაშვილი, პ. ზაბილონი, კ. კოვალენკო, ვ. მაჭავარიანი, ნ. ლისოვსკი, ზ. კიკნაძე, ი. შეფი, შ. კარატავა, ნ. გაგნიძე და სხვები. გუნდი საქალაქთაშორისო შეხვედრებს მართავდა ხაშურისა და სურამის საფეხბურთო კოლექტივებთან. ვეტერანი გორელი ფეხბურთელის გ. მაჭავარიანის მოგონებიდან: გუნდი "მკურნალი" ქალაქ გორის საავადმყოფოს თაოსნობით შეიქმნა და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა. ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებმა გუნდს შეუძინეს ფორმა და ბურთები, რაც მაშინ არც ისე იოლი საქმე იყო. ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად ხაშურში, სურამში, კასპში და სხვაგან, სატვირთო მატარებლით მიემგზავრებოდნენ. მტკვრისა და ლიახვის შესართავთან საკუთარი ძალებით მოაწყვეს სათამაშო მინდორი, სადაც ახლა კულტურისა და დასვენების პარკია". გორელ ახალგაზრდებს შორის ფეხბურთის დანერგვაში დიდი დამსახურება მიუძღვის ვ. ოქრუაშვილს. მისი ხელმძღვანელობით 1933 წელს ჩამოყალიბდა ახალი გუნდი, რომელსაც "კიმი" ეწოდა. დაგისახელებთ მასში მოთამაშე ფეხბურთელებს: მ. მოციქულაშვილი, ი. ტლაშაძე, დ. ავბენაშვილი, მ. არავიაშვილი, მ. ინაური, ლ. მთვარელიძე, ო. აბუაშვილი, შ. და გ. ჯიოშვილები, ვ. მახარობლიძე, დ. ამბოკაძე, ი. აფციაური, დ. ხოდელი, ვ. ტურაშვილი, ვ. აივაზიშვილი, ი. ხუბულური, შ. აკოფოვი და ვ. სავადაშვილი. 1935-39 წლებში ქალაქის ნაკრები ჯერ "გორის", ხოლო შემდეგ "დინამოს" სახელით ასპარეზობდა. დიდი სამამულო ომის დაწყებამდე გორის გუნდი რესპუბლიკურ პირველობაზე გამოდიოდა. 1946 წლის ივლისის ბოლოს, სტადიონის მინდორი და ბეტონის იარუსები მზად იყო. მაშინდელმა გუნდისთავმა ირაკლი ხუბულურმა, ექვს მოთამაშესთან ერთად გადაწყვიტა მისულიყო მაშინდელი მილიციის უფროს შაქრო კუდუხაშვილთან, რომელიც ამავდროულად

1 comment: